რა რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ აუზებისა და სპორტდარბაზების მფლობელებს

06 ივლისი 2020, 14:40 1274 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, დღეს გამოქვეყნდება რეკომენდაციები, რომლის დაცვაც სპორტულ დარბაზებისა და აუზების მეპატრონეებს მოუწევთ.

ბექა ფერაძის თქმით, იგეგმება აუზებში წყლის ლაბორატორიული კვლევა. 

''ჯანდაცვის სამინისტრო დღეს გამოაქვეყნებს რეკომენდაციები, სადაც ყველა წესი იქნება გაწერილი. ამ სექტორის წარმომადგენლებისთვის ეს არ იქნება უცხო, რადგან ჩვენ მათთან გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია. რეკომენდაციები მაქსიმალურად იქნება მორგებული აღნიშნულ რეალობასა და გამოწვევებზე. 

რამდენიმე რეკომენდაციის შესახებ გეტყვით, რომელიც ფორმირების პროცესშია და დღეს გამოქვეყნდება. 

ყოველ 6 კვ.მ მოხდება ერთი ადამიანის დაშვება. უპირატესობა ენიჭება ბუნებრივ ვენტილაციას, ხოლო  ხელოვნური ვენტილაციის არსებობის შემთხვევაში, მინიმალურ სიჩქარეზე უნდა იყოს გადართული. 

დალაგების  შემდგომ ორპირი ქარის პრინციპით უნდა მოხდეს განიავება.

საშხაპეები უნდა იყოს ტიხრებით გამოყოფილი. პირსახოცები უნდა იყოს ერთჯერადი შეფუთვით. წესდება ლიმიტი ჯგუფური ვარჯიშის დროს, არაუმეტეს ათი ადამიანისა მოხდება პროცედურის წარმართვა. 

რაც შეეხება აუზებს, ამ შემთხვევაში წყლის ლაბორატორიული კვლევა იქნება კოლიბაქტერიებზე და გადახრისას სრულფასოვანი მიკრობიოლოგიური კვლევა განხორციელდება. 

შეზლონგებზე აკრძალულია რბილი, შეწოვადი მასალების გამოყენება. მისი დეზინფექცია უნდა მოხდეს ყოველი გამოყენების შემდეგ'' - განაცხადა ბექა ფერაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი