იტალიელი კომპოზიტორი ენიო მორიკონე გარდაიცვალა

06 ივლისი 2020, 10:59 2290 ნახვა

იტალიელი კომპოზიტორი ენიო მორიკონე 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.

იტალიური მედიის ინფორმაციით, კომპოზიტორი რამდენიმე დღის წინ დაეცა, რის შემდეგაც ბარძაყის მოტეხილობა მიიღო, ის რომის საავადმყოფოში გასულ ღამეს გარდაიცვალა.

მხატვრული და ტელე-ფილმებისთვის მორიკონემ 500-ზე მეტი მუსიკა დაწერა. მუსიკას ძირითადად ვესტერნის ჟანრის ფილმებისთვის წერდა. თანამშრომლობდა ისეთ ცნობილ რეჟისორებთან, როგორებიცაა სერჟიო ლეონე , ბერნარდო ბერტოლუჩი, პიერ პაოლო პაზოლინი და სხვები. არის ისეთი ცნობილი ფილმების კინომუსიკის ავტორი, როგორებიც არის „ერთხელ ამერიკაში“, „მალენა“, „სინემა პარადიზო“ და სხვა.

კომპოზიტორს კინემატოგრაფში შეტანილი დიდი წვლილისათვის 2-ჯერ ოსკარის პრემია მიენიჭა.

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი