ეროვნული გამოცდები და რეკომენდაციები   

05 ივლისი 2020, 15:09 1475 ნახვა

ხვალიდან საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. ჯანდაცვის სამინისტრო უკვე რამდენიმე დღეა მსჯელობს იმ რეკომენდაციების შესახებ, რომელიც აბიტურიენტებმა და მეთვალყურეებმა უნდა დაიცვან.  აბიტურიენტთა რეგისტრაციისთვის დარბაზში მოხდება დისტანციის დაცვის უზრუნველსაყოფად ნიშნულების გაკეთება. სამუშაო მაგიდები წინა მხრიდან უზრუნველყოფილი უნდა იქნეს გამჭვირვალე დამცავი ფარებით. მაგიდებს შორის სიგანეში დაშორება უნდა იყოს არანაკლებ ორი მეტრისა,  ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის კი ერთი მეტრის. ასევე უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბუნებრივი უსაფრთხო ვენტილაცია გარედან შემოსული ჰაერით. გამოცდის მიმდინარეობისას კონდიციონერის ჩართვა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საგამოცდო სივრცეში ჰაერის ტემპერატურა მიაღწევს 30 გრადუსს და კონდიციონერის მუშაობის პროცესში საგამოცდო სივრცეში მყოფ ყველა პირს უნდა ეკეთოს ნიღაბი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში