კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევიდან, 2 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, 2 კი სხვა ქვეყნებიდან შემოსული მოქალაქეა. ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 107 პაციენტი მკურნალობს. ოთხით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც.
ბოლო მონაცემებით ქვეყანაში 943 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის 821 გამოჯანმრთელებული. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 242 პაციენტი რჩება. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
რაც შეეხება აჭარას, ბათუმში რესპუბლიკურ საავადმყოფოში ორი პაციენტი მკურნალობს, ისინი სატვირთოს მძღოლები არიან და კორონავირუსი საზღვრის კვეთისას დაუდასტურდათ.