ევროკავშირის საბჭომ ოფიციალურად დაამტკიცა იმ ქვეყნების სია, რომელთა მოქალაქეებსაც ევროკავშირის ტერიტორიაზე პირველი ივლისიდან შესვლა შეეძლებათ. 14 ქვეყანას შორის ერთ-ერთი საქართველოა.
ევროკავშირის საზღვრები იხსნება შემდეგი ქვეყნებისთვის: საქართველო, მონტენეგრო, სერბეთი, კანადა, ურუგვაი, ალჟირი, ტუნისი, მაროკო, რუანდა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, იაპონია, სამხრეთ კორეა, ტაილანდი.
ევროკავშირის განცხადებაში წერია, რომ აღნიშნული სია ყოველ ორ კვირაში გადაიხედება და გარემოებების მიხედვით განახლდება.
სიის შედგენისას გათვალისწინებული იყო შემდეგი კრიტერიუმები: ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და კორონავირუსის გავრცელების შემაკავებელი ზომები, მათ შორის ფიზიკური დისტანცირება, ასევე ეკონომიკური და სოციალური მოსაზრებები.
სიაში ვერ მოხვდნენ აშშ, რუსეთი, ბრაზილია და ის ქვეყნები სადაც „კოვიდ-19“-ის პანდემია მწვავე ფაზაშია.