კოვიდ-19-ის მიმართ ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად ჯგუფს, რეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტებს სასურსათო და ჰიგიენური ნივთები საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ  აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად გადასცეს. საქართველოს წითელი ჯვარი აჭარაში მცხოვრები 200-მდე ხანდაზმულებისთვისაც გეგმავს მსგავსი დახმარების გაწევას.
 
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            