ბათუმში, მაშველები ამ დრომდე ზღვაში გაუჩინარებულ 41 წლის კაცს ეძებენ. ახლობლების ინფორმაციით, იგი ზღვაზე მარტო იმყოფებოდა. ნაპოვნია გაუჩინარებულის პირადი ნივთები : ტანსაცმელი და მობილური ტელეფონი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით სამძებრო სამუშაოებში 3 მყვინთავია ჩართული.