ჩერნობილის ავარიის შესახებ საიდუმლო დოკუმენტები გაასაჯაროვეს

22 ივნისი 2020, 18:50 1953 ნახვა

უკრაინამ  ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში ავარიის შესახებ საიდუმლო  დოკუმენტები გაასაჯაროვა. ახალი მონაცემების თანახმად,  სადგურში ავარიები 1986 წლის აპრილამდეც ხდებოდა, მაგრამ ამის შესახებ არ იუწყებოდნენ. 

10 წლის განმავლობაში 1971-დან 1981 წლამდე 29 ავარიული გაჩერება მოხდა, მათგან 8 პერსონალის  ბრალეულობით.  დოკუმენტებს შორის არის  26 აპრილის ღამის სატელეფონო ჩანაწერები, მომხდარის შესახებ პირველი შეტყობინება და  გამოძიების დაწყებისა და სარკოფაგის მშენებლობის შესახებ მონაცემები. 

ჩერნობილის კატასტროფა 1986 წლის 26 აპრილს მეოთხე რეაქტორზე ავარიის გამო მოხდა. ეს მოვლენა მსოფლიოში არა მარტო ატომური ენერგეტიკის ყველაზე მასშტაბური ავარია, არამედ მეოცე საუკუნის ყველაზე მსხვილი ტექნოლოგიური კატასტროფა იყო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში