2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება - არჩილ თალაკვაძე

21 ივნისი 2020, 12:56 1956 ნახვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების თარიღის ცვლილება არ განიხილება. როგორც თალაკვაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, "ქართული ოცნება" უზრუნველყოფს, რომ არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდეს. 

არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ მსოფლიო პანდემიის ფონზე არჩევნების თარიღი, არაერთხელ გახდა დავის თემა, ეს საკითხი, რომ არ გამხდარიყო პოლიტიკური სპეკულაციის საგანი, კონსტიტუციაში დაკონკრეტდა არჩევნების ჩატარების კონკრეტული თარიღი და ეს არის 31 ოქტომბერი.

''ჩვენი მოწვევის პარლამენტმა საქართველოს კონსტიტუციაში დააკონკრეტა საპარლამენტო არჩევნების თარიღი და დააკონკრეტა, იმიტომ, რომ ამასთან დაკავშირებით არ ყოფილიყო პოლიტიკური სპეკულაციები, მოგეხსენებათ წარსულში კონსტიტუციის წინა რედაქცია ხელისუფლებას აძლევდა საშუალებას არჩევნების ვადებთან მანევრირების კუთხით, მაგრამ დღეს ეს შესაძლებლობა არ არის, კონკრეტული თარიღი არის ჩაწერილი ჩვენს მიერ მიღებულ რედაქციაში და ეს არის ოქტომბრის ბოლო კვირა, შესაბამისად არჩევნების თარიღი არი დაფიქსირებული კონსტიტუციაში და ეს არის 31 ოქტომბერი'' -  განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღეს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს კენჭს პირველი მოსმენით უყრიან. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება, პარლამენტში 120 წევრს პროპორციული, 30 წევრს კი, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით აირჩევენ.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში