საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ხუთივე იპორტირებული, ანუ შემოტანილია. გამოჯანმრთელდა 8 პაციენტი. განიკურნა. ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 739-ია.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე. კიდევ 4 ადამიანს დაუდასტურდა კორონავირუსი ოკუპირებულ ცხინვალში. გუშინ 46 ტესტის პასუხი გახდა ცნობილი.
4 ინფიცირებულიდან სამი რუსეთიდან დაბრუნებული კურსანტი და ერთი სამხედრო პირია.რაც შეეხება აჭარას 196 ადამიანს ჩაუტარდა შესაბამისი ანალიზი, არცერთს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.