ხანძარი ვარკეთილის ბაზრობაზე

16 ივნისი 2020, 11:59 1744 ნახვა

130-მდე მეხანძრე-მაშველი 25 ერთეული ტექნიკით რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდა ვარკეთილში, შერეულ ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციას.  ცეცხლის  ბეზინგასამართ სადგურსა და საცხოვრებელ კორპუსზე გავრცელების საფრთხეც იყო, თუმცა მისი თავიდან აცილება მოხერხდა. 

რა გახდა ხანძრის მიზეზი ამას  გამოძიება დაადგენს.  თბილისის სახანძრო-სამაშველო სამმართველოს უფროსის  ინფორმაციით, ხანძარი, სავარაუდოდ, გაჩნდა  ბაზრობის შუა ნაწილში, სადაც ოთარ კერესელიძის თქმით, სავარაუდოდ ინახებოდა აალებადი ნივთიერებები, ასევე ფოიერვერკები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი