დააკავეს პირი, რომელმაც წვევამდელს ჯარში გაწვევის გადავადების სანაცვლოდ თანხა გამოართვა

16 ივნისი 2020, 10:20 1558 ნახვა

სამართალდამცველებმა ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, კახეთის რეგიონის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის, სამხედრო აღრიცხვის და გაწვევის სამსახურის უფროსი სპეციალისტი დააკავეს.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, სამსახურებრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას, არაკანონიერი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ერთ-ერთ წვევამდელს, ჯარში გაწვევის გადავადების სანაცვლოდ, თანხა მოსთხოვა და გამოართვა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სს კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9-წლამდე ვადით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი