მსოფლიო პანდემიის გამო რამდენიმე თვით დაპაუზებული ტურისტული სექტორი ისევ ამუშავდა. შიდა ტურისტული სეზონიც გაიხსნა, თუმცა შიდა ტურების დაშვების პარალელურად, სექტორის გადასარჩენად სახელმწიფოს დახმარებაზე საუბრობს ტურისტული ბიზნეს სექტორი. ვიზიტორებს უკვე ყველა ის სასტუმრო იღებს, ვინც კანონით განსაზღვრულ ჰიგიენურ ნორმებს იცავს. დღეიდან ტურისტებს იღებს საოჯახო ტიპის სასტუმროებიც, რომელთაც სპეციალური ნებართვა ესაჭიროებათ.