დაბა აბასთუმანთან ტყეში ხანძარი გაჩნდა

15 ივნისი 2020, 13:59 1102 ნახვა

ადიგენის მუნიციპალიტეტში, დაბა აბასთუმანთან, ობსერვატორიის მიმდებარედ ტყეში გაჩნდა ხანძარი.

საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მუშაობს 5 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და 50-მდე მეხანძრე-მაშველი. ხანძარი უკვე ლოკალიზებულია და გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს.

მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.

მომხდარ ფაქტზე საქმე დაწყებლია სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი