იგორ დოლგოვი: მიხეილ სააკაშვილი არ არის ოფიციალური პირი უკრაინაში

11 ივნისი 2020, 20:18 1794 ნახვა

უკრაინის ელჩი საქართველოს საგარეო უწყებაში მივიდა. იგორ დოლგოვი, მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო დაიბარეს. ქართული მხარისთვის უკრაინის რეფორმების კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა მიუღებელია. დიპლომატ იგორ დოლგოვის განცხადებით, ის, რომ უკრაინის მოქალაქე საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებში ერევა, ქართული მხარის ხედვაა.

ელჩის თქმით, უკრაინული მხარის ხედვა კი ის არის, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის ოფიციალური პირი უკრაინაში, არ წარმოადგენს ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებას. მიხელ სააკაშვილის, როგორც უკრაინის რეფორმების საბჭოს თავმჯდომარე ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, როცა ბიძინა ივანიშვილი და საქართველოს ხელისუფლების საქმიანობა გააკრიტიკა და დასძინა, რომ თავად იქნება ბრძოლის ხაზზე.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში