ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრსა და თავისუფალ ჟურნალისთა სახლს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ის ტრენინგების, კონკურსებისა და სხვა ერთობლივი პროექტების ჩატარებას გუსლისმობს. დღეს უკვე ჩატარდა პირველი ტრენინგი თემაზე “ საქართველო და ევროკავშირი”. მეორე სესია ხვალ გაიმართება.