კორონავირუსით ინფიცირების 6 ახალი შემთხვევიდან 4-ის წყარო უცნობია

11 ივნისი 2020, 11:07 1159 ნახვა

კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შემთხვევა საქართველოში და 4 ით გაზრდილი გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 1 სამედიცინო პერსონალია, 1 საკარანტინო სივრციდან, 4-ის ინფიცირების წყარო კი უცნობია.

მიმდინარეობს მათი კონტაქტების კვლევა. რაც შეეხება აჭარას,ჩატარებული 196 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია. ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 18 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი