დღეიდან ვალუტის გადამცვლელმა პუნქტებმა მუშაობა განაახლეს.
"საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, 2020 წლის 8 ივნისიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ვალუტის გადამცვლელი პუნქტები ჩვეულ სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდებიან.
ეროვნული ბანკი მოუწოდებს ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს, მკაცრად დაიცვან პროფესიონალთა რეკომენდაციები და რჩევები"- წერია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.