საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს, გია ქარცივაძის შემდეგ გიორგი კოხრეიძის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების მოთხოვნით თამარ წილოსანი ორშაბათს მიმართვას.
,,ევროპული საქართველოს“ კვოტით არჩეული მრჩეველი ამბობს, რომ, საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსის, შორენა ღლონტის სამსახურიდან გათავისუფლება კულმინაცია იყო. მას მიაჩნია, რომ ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით კითხვებს პასუხები უნდა გაეცეს.
დირექტორის დირექტორისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურების დაწყებისთვის მრჩეველთა საბჭოს ერთი მესამედი, ანუ ორი ხმაა საჭირო. თამარ წილოსანის განცხადების შემდეგ კი მრჩეველთა საბჭომ სხდომა უნდა ჩაატაროს.