რამდენიმე წუთში საკონსტიტუციო ცვლილებების დისტანციური განხილვები იწყება. პროცესში მონაწილეობას უმრავლესობის წევრების გარდა დამოუკიდებელი დეპუტატებიც მიიღებენ, ოპოზიცია განხილვებში მონაწილეობაზე ისევ უარს ამბობს, მოთხოვნა იგივეა გათავისუფლდეს გიორგი რურუა. ხელისუფლება ამბობს, რომ ოპოზიციას გამარჯვების იმედი არ აქვს და ამ მოთხოვნას საბაბად იყენებს.
მოსახლეობის კითხვებს დეპუტატები საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში უპასუხებენ, რაც ჩვენი არხის ეთერშიც გადაიცემა, რის გამოც მთავარი 8-ზე მოკლე ფორმატით გავა ეთერში.