ალექსანდრე მილორავა ოპოზიციის კვოტით წარდგენილ თამარ წილოსანს "ქართულ ოცნებასთან" გარიგებაში ადანაშაულებს

03 ივნისი 2020, 11:07 2455 ნახვა

„მე მიყვარს ბათუმის“  წევრი ალექსანდრე მილორავა, რომელიც უკვე მეექვსე დღეა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის გადაყენების მოთხოვნით შიმშილობს,  მრჩეველთა საბჭოს წევრ თამარ წილოსანს ,,ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობაში ადანაშაულებს.

აცხადებს, რომ  დირექტორის იმპიჩმენტის საკითხი მრჩეველთა საბჭოს ოპოზიციური კვოტით  არჩეულ  ორ  წევრს უნდა დაეყენებინა, მათ შორის თამარ წილოსანს, რომელსაც ალექსანდრე მილორავას თქმით, პოზიცია ჯერ არ დაუფიქსირებია და  ასევე არ პასუხობს სატელეფონო ზარებს.

მილორავა ამბობს, რომ სატელეფონო ზარებს  არც  აჭარის უმაღლესი საბჭოს  „ევროპული საქართველოს'‘ წევრი პეტრე ზამბახიძე პასუხობს, რომლის კანდიდატიც იყო თამარ წილოსანი.  ალექსანდრე მილორავა   მიმართავს ,,ევროპული საქართველოს“ ლიდერებს, რომ მათ დაარწმუნონ თამარ წილოსანი და პეტრე ზამბახიძე დააყენონ  აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის იმპიჩმენტის საკითხი ან ევროპული საქართველო გაემიჯნოს პეტრე ზამბახიძესა და  თამარ წილოსანს.

ალექსანდრე მილორავასთან, რომელიც მაუწყებლის შენობასთან შიმშილობს რეგიონის წარმომადგენლობითი ორგანოს დამოუკიდებელი დეპუტატი  მერაბ ბლადაძე იმყოფებოდა. მან მილორავას შიმშილობის შეწყვეტა ურჩია, რაზეც უარი მიიღო. მაუწყებელმა  სცადა  თამარ  წილოსანთან და პეტრე ზამბახიძესთან დაკავშირება, თუმცა მრჩეველთა საბჭოს წევრს მობილური ტელეფონი გამორთული  აქვს ,  უმაღლესი საბჭოს დეპუტატი   კი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.   

 

განახლება / 15:00 საათის საინფორმაციო გამოშვება

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი