დატოვა თუ არა “რესპუბლიკელები” 30 წევრმა?

30 სექტემბერი 2016, 00:00 4188 ნახვა

რესპუბლიკური პარტიიდან წავლის შესახებ გავრცელებული განცხადებების 7 ავტორი ორგანიზაციის დატოვებას უარყოფს. უფრო მეტიც, როგორც პარტიაში აცხადებენ წერილობითი მიმართვა მათ არ ეკუთვით. განცხადება კალიგრაფიის იდენტურობის გამო საეჭვოდ მიაჩნია დავით ბერძენიშვილს. შუახევის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარისა და სხვა წევრების მიერ, არჩევნებამდე 8 დღით ადრე, რესპუბლიკელების მანდატის დათმობის გადაწყვეტილებაში იგი ხელსუფლების ხელწერას ხედავს. ბრალდებებს უარყოფენ მმართველ პარტიაში. რესპუბლიკელების ერთ-ერთ ლიდერსა და მაჟორიტარობის კანდიდატს “ქართული ოცნების” შუახევის შტაბში უპასუხეს. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი