მთავრობის ინიციატივა მეღვინეების მხარდასაჭერად

01 ივნისი 2020, 20:22 361 ნახვა

ყურძნის უხვი მოსავლის მოლოდინში მთავრობა , რთველისთვის მზადებას იწყებს, - კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული კრიზისის ფონზე მეღვინეობის სექტორის მხარდაჭერის ღონისძიებებზე, პრემიერ-მინისტრმა შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. საუბრისას, ინდუსტრიაში შექმნილი მდგომარეობა და ზარალი განიხილეს, რომელიც დარგმა შემცირებული ტურიზმის პირობებში მიიღო.

იმსჯელეს ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებულ ბიზნესის მხარდამჭერ ნაბიჯებზეც. ამის გარდა, მთავრობის გადაწყვეტილებით, გაფართოვდა შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამა და ის უკვე ღვინის ინდუსტრიასაც მოიცავს, რაც ღვინის კომპანიებს პანდემიით გამოწვეული პრობლემების გადალახვაში შეუწყობს ხელს.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი