ევროპული საქართველოს კანონპროექტი, რომელიც მოქალაქეებისთვის პანდემიის დროს გამოწერილი ჯარიმების ჩამოწერას ეხება, ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ისედაც მძიმე ეკონომიკური კრიზისის პირობებში მოსახლეობის დაჯარიმება კოლოსალური თანხებით არარელევანტურია. მმართველი გუნდი კი დღეს გამოვიდა ინიციატივით, სამომავლოდ მოქალაქეებისთვის ჯარიმების ოდენობა შემცირდეს.