არეულობა ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო

30 მაისი 2020, 12:51 2937 ნახვა

მინეაპოლისში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო აშშ-ის რამდენიმე ქალაქში გამართულ დემონსტრაციებს არეულობა და დემონსტრანტების პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Associated Press -ი ავრცელებს. მისი ცნობით, ატლანტაში დემონსტრანტებმა CNN​-ის რედაქციის ფანჯრები ჩაამსხვრიეს, პოლიციელებს ცარიელი ბოთლები დაუშინეს, აშშ-ის დროშა დაწვეს და პოლიციელების პროტესტის ნიშნად სამსახურიდან წასვლისკენ  მოუწოდეს.

სულ მცირე 7 დემონსტრანტია დაკავებული. პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება ნიუ-იორკში, ბრუკლინის რაიონში მოხდა. ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო გამართულ დემონსტრაციებს მოჰყვა არეულობა ამერიკის რამდენიმე შტატში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში