აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსზე ჩატარებული 254 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია. რეგიონის ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 35 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.
30 აპრილის შემდეგ აჭარაში covid-19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.
ჯამში, აჭარაში კორონავირუსი დაამარცხა და კლინიკა დატოვა 70-მა პაციენტმა, გარდაიცვალა 2 ადამიანი.
ამჟამად რეგიონში კორონავირუსის დიაგნოზით არცერთი მოქალაქე არ მკურნალობს.
რეგიონში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 14 მარტს დადასტურდა.