დღეს ქრისტიანული სამყარო ამაღლებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში ღვთისმსახურება შესრულდა. ამაღლება 12 საუფლო დღესასწაულიდან ერთ-ერთია და აღდგომიდან მე-40 დღეს აღინიშნება. წმიდა სახარების მიხედვით, ქრისტე თავის მოწაფეებს აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ეცხადებოდა და სასუფევლის შესახებ მოუთხრობდა.