კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა და კიდევ 20 გამოჯანმრთელებული

27 მაისი 2020, 12:32 1215 ნახვა

დღეის მდგომარეობით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების 74% გამოჯანმრთელდა. დღეს დადასტურებული 3 ახალი შემთხვევიდან სამივე საკარანტინო სივრციდანაა.საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და 735 გახდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 20-ით გაიზარდა და 557 გახდა. რაც შეეხება ჩვენს რეგიონს, ლაბორატორიებში ჩატარებული 299 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია.

ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 33 პირი, მათი კვლევის პასუხები კი დღის ბოლოს გახდება ცნობილი. კორონავირუსი დაამარცხა და კლინიკა დატოვა 70-მა პაციენტმა. ამჟამად რეგიონში არ არის კოვიდ დადებითი პაციენტი. ქვეყნის მასშტაბით კარანტინის რეჟიმშია 3 076 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 200 პირი. საქართველოში კორონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი