საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის ვადის განსაზღვრა ეპიდემიოლოგების კონსულტაციებზეა დამოკიდებული

14 მაისი 2020, 12:17 3893 ნახვა

საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის ვადის განსაზღვრა ეპიდემიოლოგების კონსულტაციებზეა დამოკიდებული. „მოიაზრება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მინიმალური დატვირთვით მუშაობა, რაც გულისხმობს, ადამიანთა შეზღუდული რაოდენობის ყოფნას საზოგადოებრივ ტრანსპორტში, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა  განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისას მგზავრებს პირბადის ტარება მოუწევთ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით კი, წელს საზოგადოებას გარკვეულ ტრადიციებზე უარის თქმა მოუწევს, მათ შორის   ქორწილებსა და ხალხმრავალ  დაბადების დღეებზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში