ბათუმი-ახალციხის ცენტრალური მაგისტრალზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა. საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის ქედის მონაკვეთზე გადაადგილება საფრთხეს აღარ წამოადგენს. ქვის ლოდებისა და მიწის მასისგან ტერიტორია უკვე გაიწმინდა. მომდევნო ეტაპზე უწყება გზის მოასფალტებას გეგმავს. გეოლოგების დასკვნის შემდეგ კი მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები დაიგეგმება. მაგისტრალის დოლოგნის მონაკვეთზე მეწყერი კვირას ჩამოწვა. ამ დროის განმავლობაში მაღალმთიანი აჭარის სამი მუნიციპალიტეტის მიმართულებით გადაადგილება მხოლოდ შემოვლითი გზით იყო შესაძლებელი.