ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრაობა დილიდან აკრძალულია

13 მაისი 2020, 12:17 1954 ნახვა

ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრაობა დილიდან აკრძალულია. რამდენიმე საათში გზა ცალმხრივად გაიხსნება, თუმცა დღის განმავლობაში ისევ ჩაიკეტება, რაც აფეთქებითი და გაწმენდითი სამუშაოებით არის გამოწვეული. მეწყერი მაგისტრალის ქედის მონაკვეთზე კვირას  ჩამოწვა.  

საავტომობილო გზაზე ჩამოშლილმა მიწის მასამ და ქვის ლოდებმა სოფელ დოლოგანთან გზის სავალი ნაწილი ჩახერგა, რის გამოც მაღალმთიანი აჭარის სამი მუნიციპალიტეტის მიმართულებით გადაადგილება მხოლოდ შემოვლითი გზით იყო შესაძლებელი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში