აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადება - პოლიტიკური შეფასებები

12 მაისი 2020, 12:14 1264 ნახვა

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯიმ რიში საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, სრულიად შეასრულონ მარტში გაფორმებული ხელშეკრულება.

„ველოდები, რომ საქართველოს პოლიტიკური პარტიები სრულად შეასრულებენ მარტის ხელშეკრულებას, მათ შორის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და ახალი საარჩევნო სისტემის პროგრესს“, - ნათქვამია  განცხადებაში. ჯიმ რიში აზიარებს აშშ-ის საელჩოს განცხადებას, რომელიც საქართველოში პოლიტიკური დიალოგის სხვა ფასილიტატორებთან ერთად საელჩომ გაავრცელა.

სენატორის ამ  განცხადებას უკვე მოჰყვა პოლიტიკური შეფასებები. ოპოზიცია აცხადებს, რომ ამ განცხადებით დადასტურდა რომ საქართველოში არიან პოლიტპატირემბა, რასაც არ ეთანხმებიან უმრავლესობაში.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი