ახალი კორონავირუსით გარდაცვალების მეორე შემთხვევა აჭარაში 

11 მაისი 2020, 19:56 1218 ნახვა

კორონავირუსით დაღუპული მე-11 პაციენტი ე.წ ქობულეთის ჯგუფს უკავშირდება და ის ბათუმში, კლინიკა „მედალფაში“ მკურნალობდა. მედიკოსების განმარტებით 81 წლის კაცის მდგომარეობა მძიმე იყო და მას თანმდევი ქრონიკული დაავადებები ჰქონდა.

მანამდე ვირუსით მისი მეუღლეც დაიღუპა. საქართველოში 11 გარდაცვლილისა და ჯამში 638 ინფიცირებულის ფონზე, საგრძნობლად იზრდება ვირუსით გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა. ვირუსის ახალმა შემთხვევებმა იკლო, ეპიდემიოლოგები კი საუბრობენ, რომ პანდემია ჯერ არ დასრულებულა. ექიმები მოქალაქეებს ყველა რეკომენდაციის მკაცრად შესრულებას სთხოვენ.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი