ქვეყანაში კორონავირუსთან მიმართებაში გრძელდება დადებითი ტენდეცია, დღესაც უფრო მეტი გამოჯანმრთელებული დაფიქსირდა ვიდრე ახალი შემთხვევა, თუმცა სამწუხარო დაემატა ერთი გარდაცვლილი, ამ შემთხვევაში ბათუმში კლინიკა მედალფას პაციენტი, რომელიც ბოლო ათი დღე მართვად სუნთქვაზე იმყოფებოდა და მედიკოსების თქმით მისი მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო. შესაბამისად მედალფაში 13 პაციენტი რჩება, საქართველოს მასშტაბით კი სულ 638 დადასტურებული შემთხვევაა აქედან 317 უკვე გამოჯანმრთელდა. ლუგარის ლაბორატორიის ახალი ანალიზების პასუხები, რამდენიმე საათში გახდება ცნობილი.