ჩამოწოლილი მეწყერის გამო ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალზე სატრანსპორტო მოძრაობა სრულად სავარაუდოდ ხვალიდან აღდგება. დღეს კი გადაადგილება მხოლოდ შემოვლითი გზით იყო შესაძლებელი.
მეწყრული პროცესი ქედაში გვიან ღამით განვითარდა, თუმცა მოსახლეობისთვის საფრთხე არ შეუქმნია, რადგან იქ არავინ ცხოვრობს. ტერიტორიაზე დილიდან მუშაობს მძიმე ტექნიკა.