აჭარის მთავრობის სახლთან შეკრებილებმა აქცია თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრის შემდეგ შეწყვიტეს აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია დასრულდა.
შესაბამისი გადაწყვეტილება შეკრებილებმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს. ერთ-ერთი დაკავებულის მამის განცხადებით, შეკრებილების ერთადერთი მოთხოვნა დაკავებულების გათავისუფლებაა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ისინი ფართომასშტაბიანი აქციებით იმუქრებიან. მისივე თქმით, თორნიკე რიჟვაძე მათ ვითარებაში გარკვევას დაპირდა.
აქციაზე ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით სამართალდამცველებმა 4 ადამიანი დააკავეს. აქციის მონაწილეები რამდენიმე დღის წინ მომხდარი ჩხუბის შემდეგ რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის დაკავებას უკანონოს უწოდებდნენ და მათ გათავისუფლებას ითხოვდნენ. წულუკიძე და ანთაძე წარსულში სასჯელს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მომხდარი ინციდენტის გამო იხდიდნენ.