ევროპაში საფეხბურთო ჩემპიონატები განახლდება

05 მაისი 2020, 22:33 2714 ნახვა

კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ევროპის ტოპ საფეხბურთო ჩემპიონატების მესვეურები პირველად ალაპარაკდნენ კონკრეტულ თარიღებზე თუ როდის შეიძლება საფეხბურო ჩემპიონატების განახლდება. გერმანული გამოცემების ინფორმაციით ,,ბუნდესლიგა’’ 15 მაისიდან განახლდება. კლუბები უკვე ორ კვირაზე მეტია ინდივიდიალურ ვარჯიშებს გადიან. საბოლოო გადაწყვეტილება გერმანიის საფეხბურთო ჩემპიონატის წარმომადგენლებსა და ანგელა მერკელს შორის შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი.

ესპანეთის ჩემპიონატის განახლებას დაახლოებით ივნისის დასაწყისში ვარაუდობენ, ხოლო პირინეის ნახევარკუნძულზე მდებარე კიდევ ერთი ქვეყანა პორტუგალია ჩემპიონატის განახლებას 30 მაისს აპირებს. პორტუგალიელებმა ასევე დაანონსეს, რომ თასის ფინალის თამაშიც აუცილებლად გაიმართება, სადაც ერთამენეთს ,,ბენფიკა’’ და ,,პორტო’’ შეხვდებიან. ინგლისური პრესის ინფორმაციით ჩემპიონატის დასრულება უნდათ ,,პრემიერლიგის’’ წარმომადგენლებსაც. გავრცელებული ინფორმაციით მატჩები შესაძლოა ლონდონში ,,უემბლიზე’’ ან საერთოდ ავსტრალიაში გაიმართოს.

იტალიური ,,სერია ა’’ს ოცივე კლუბმა მხარი დაუჭირა სეზონის დასრულებას. გუნდები იტალიაში უკვე ვარჯიშობენ ინდივიდუალურად, ხოლო 18 მაისიდან გუნდური ვარჯიშებიც დაიწყება. ჩემპიონატები ევროპის 4 ქვეყანაში აღარ დასრულდება. საფრანგეთმა, ნიდერლანდებმა, ბელგიამ და გიბრალტარმა სეზონის განახლებაზე უარი განაცხადა. რაც შეეხება ევროთასებს, აქ ვარაუდობენ რომ მატჩები ზაფხულში გაიმართება და ფინალები კი, აგვისტოს ბოლოს ჩატარდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში