უკვე მეოთხე დღეა აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, მედალფაში მყოფ პაციენტებს შორის კი გამოჯანმრთელებულთა რიცხვი იზრდება, სავარაუდოდ დღეს კიდევ ერთ პაციენტს გაწერენ სახლზე და მედიკოსების თქმით კიდევ ოთხი პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან, სულ ქვეყანაში დღეს ინფიცირებულთა რიცხვმა მხოლოდ ოთხით მოიმატა გამოჯანმრთელებული კი სულ 223 პაციენტია.
კორონავირუსით დაღუპულთა ასაკზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა. ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ გუშინ 58 წლის ქალის გარდაცვალება ლეტალობის ასაკის გაახალგაზრდავებაზე მიუთითებს, შესაბამისად ექიმები კიდევ უფრო მეტი ყურადღებით უმკურნალებენ პაციენტებს.