საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც და ამ დროისთვის 223 ადამიანს შეადგენს. გარდაცვლილია 9 პაციენტი.
აჭარაში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. ექიმები გამოჯანმრთელებულთა რაოდენობის ზრდას ელიან. რეგიონში ყველაზე მეტი ინფიცირებული 30-დან 60 წლამდე ასაკობრივ კატეგორიებშია.