სოლიდარობა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს 

03 მაისი 2020, 20:36 2627 ნახვა

დღეს,პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს, 15-ზე მეტმა ეროვნულმა და რეგიონულმა მაუწყებელმა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების მხარდასაჭერად აქციას გამართეს. სოლიდარობის გამოსახატავად, მაუწყებლებმა ზუსტად 19  საათზე ეთერი ერთი წუთით გათიშეს და ეკრანებზე გამოჩნდა წარწერა “სოლიდარობა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს”.

აქცია მედიაკოალიციის ორგანიზებით განხორციელდა და მისი მიზანი აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებისთვის სოლიდარობის გამოხატვა და საზოგადოებისთვის აჭარის მაუწყებელში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების შეხსენება იყო.

ხათუნა შუშანიძე
ჟურნალისტი და წამყვანი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი