დილის მონაცემებით ქვეყანაში კორონავირუსი კიდევ 22 ადამიანს დაუდასტურდა, მათი უმრავლესობა თეთრიწყაროს კლასტერს განეკუთვნება. შესაბამისად ახალი მონაცემებით ქვეყანაში 539 დადასტურებული შემთხვევა და 178 გამოჯანმრთელებულია, გარდაიცვალა 6, ხოლო კიდევ 3 პაციენტს კორონავირუსი საზღვარგარეთ დაუდასტურდა და ისინი ახლა აქ მკურნალობენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დროისთვის საქართველოს კლინიკებში რეალურად 358 პაციენტი მკურნალობს.