ბათუმის მუნიციპალური სასადილოების ბენეფიციარებისთვის სასურსათო პაკეტების გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

29 აპრილი 2020, 11:59 1829 ნახვა

ბათუმის მუნიციპალური სასადილოების ბენეფიციარებისთვის სასურსათო პაკეტების გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო. მერიის ინფორმაციით, მარტოხელა, მრავალშვილიან და ხანდაზმულ ბენეფიციარებს მერიის თანამშრომლებმა პროდუქტი სახლებში  მიუტანეს.  

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, უფასო სასადილოებში მომსახურების წესები დროებით  შეცვლილია და თითოეულ ბენეფიციარზე გათვალისწინებული პროდუქტის ერთი თვის მარაგი სასურსათო პაკეტის სახით გაიცემა.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი