ჩინეთიდან საქართველოში 40 ათასი PCR ტესტი ჩამოვიდა

29 აპრილი 2020, 09:52 1610 ნახვა

პეკინიდან სპეც რეისით თბილისში 40 ათასი RCR ტესტი ჩამოვიდა. 52 ტონა ტვირთის ჩამოსვლას აეროპორტში ჯანდაცვის მინისტრი დახვდა. ტესტები სახელმწიფომ შეიძინა დამატებით, ანტისხეულების 20 ათასი ტესტი ჩინეთის მთავრობის საჩუქარია. ჩინეთიდან ასევე ექიმთა ინდივიდუალური დაცვის საშუალებები ჩამოვიდა.

„ყველაზე დიდ ნაწილს ამ ტვირთში წარმოადგენს 40 ათასი PCR ტესტი და 40 ათასი ექსტრაქტი, ასევე ჩამოვიდა ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფენ ჩვენი ექიმების უსაფრთხო სამუშაო გარემოს. ჩვენ ვაფართოვებთ ამ კვირაში ტესტირებას იმ მოწყვლად ჯგუფებშიც, სადაც მაღალია ინფიცირების რისკი"-განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი