მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 3 მილიონს გადააჭარბა

27 აპრილი 2020, 14:22 898 ნახვა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 3 მილიონს გადააჭარბა. აქედან გამოჯანმრთელდა 883 ათასამდე ადამიანი, რაც შეეხება გარდაცვლილთა რიცხვს იგი 207 ათას 119-ია. ყველა ზე მძიმე ვითარება აშშ-ია, სადაც 987 ათას 500-მდე ინფიცირებულია და ვარაუდობენ, რომ დღეს მათი რაოდენობა მილიონს გადააჭარბებს.

გარდაცვლილთა რაოდენობა კი 55 ათასსზე მეტია. გამოჯანმრთელდა 119-ათასამდე ადამიანი. ევროპაში ყველაზე მაღალი მაჩვენებლები, კვლავ ესპანეთში, იტალიასა და საფრანგეთშია, თუმცა მედიკოსების თქმით აქ დაავადების პიკი უკვე გადალახულია.

დღეს სამსახურს დაუბრუნდა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონს კორონავირუსი 19 მარტს დაუდგინდა თუმცა იგი 2 კვირის წინ განიკურნა და დღეს ექიმებმა მას საქმიანობის განახლების უფლება მისცეს. დიდი ბრიტანეთში კორონავირუსის დადასტურებული 150 ათასზე მეტი შემთხვევაა

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში