ახალი კორონავირუსის 6 ახალი დადასტურებული შემთხვევა და 3 გამოჯანმრთელებული

24 აპრილი 2020, 12:07 1151 ნახვა

ახალი კორონავირუსის 6 ახალი დადასტურებული შემთხვევა და 3 გამოჯანმრთელებული - ასეთია კოვიდ19-თან დაკავშირებული სტატისტიკა ამ დროის  მონაცემებით.  

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში დღეს მარნეულიდან კოვიდ-19-ის ინფექციის მქონე ორი ახალი პაციენტი შეიყვანეს, რომელთა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მისივე თქმით, დამაკმაყოფილებელია ასევე კლინიკაში მყოფი 6 არასრულწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობაც.

ამასთან, დღეს კლინიკა ორმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი