შეუქმნის თუ არა საქართველოში, კორონავირურის გავრცელების შესაჩერებლად დაწესებული შეზღუდვები საფრთხეს პოლიტიკურ პროცესს და საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებას? ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ მმართველი გუნდი შექმნილი ვითარების საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს. უმცირესობა უმრავლესობას, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასა და 8 მარტს მიღწეული შეთანხმების სრულად განხორციელებას თხოვს.
საპასუხოდ, „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ქვეყანას პოლიტპატიმრები არ ჰყავს, არჩევნები კი შემოდგომაზე ჩატარდება და აუცილებლად იქნება კონსტიტუციური ცვლილებები. ოპოზიციურმა პარტიებმა ღია წერილი საქართველოს პარტნიორებსაც გაუგზავნეს, რომელშიც ხელისუფლებისა და ოპოზიციის 8 მარტის შეთანხმებაზე წერენ, ყურადღება გამახვილებულია ირაკლი ოქრუაშვილის განაჩენზეც.