საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.
რომელ საავადმყოფოში დაფიქსირდა ინფიცირებული პაციენტის გარდაცვალება ამ ეტაპზე უცნობია. რაც შეეხება ბოლო მონაცემებს, რომელიც სამთავრობო გვერდზეა განთავსებული კარანტინის რეჟიმშია 5160 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 579 პირი.