მსოფლიო კორონავირუსის წინააღმდეგ

19 აპრილი 2020, 18:20 1847 ნახვა

განახლებული მონაცემებით ყველაზე მეტი გარდაცვლილი დღე ღამის განმავლობაში ესპანეთს ჰყავს. აქ ბოლო 24 საათში ვირუსს 410 ადამიანი ემსხვერპლა. +230 გარდაცვლილი ჰყავს ბელგიას, მექსიკას 104. დღე ღამეში ირანში  87 მოქალაქე გარდაიცვალა,  რუსეთში კი 48, თუმცა ყველაზე მეტი ინფიცირების შემთხვევა სწორედ რუსეთში დაფიქსირდა და რიცხვმა 6 060 შეადგინა.

იტალიაში  დღეს, ამ დრომდე არც გარდაცვალების და არც ინფიცირების შემთხვევა არ ფიქსირდება. ჩინეთში დამატებით 16 ახალი დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, ამერიკაში 131. ბოლო მონაცემებით აქ ერთი გარდაცვალების შემთხვევა დადასტურდა. ჯამში მსოფლიოში 2 350 000-ზე მეტი კოვიდ ინფიცირებული პაციენტია, გარდაცვლილია 161 000-ზე მეტი, გამოჯანმრთელდა 606 100-ზე მეტი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში