დღეს ბათუმის კლინიკა „მედალფა“ შესაძლოა კიდევ 3-მა პაციენტმა დატოვოს. კლინიკური დირექტორის განცხადებით რამდენიმე საათში გახდება ცნობილი გამოჯანმრთელდა თუ არა კოვიდ ინფექციისგან მათ კლინიკაში მყოფი 3 პირი.
„მედალფაში“ ამ დროისთვის 39 ინფიცირებული მოქალაქე მკურნალობს. სამწუხაროდ აჭარაში გუშინ პირველი გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა.ის 73 წლის ქალი იყო. საქართველოში კი ვირუსს ჯამში 4 ადამიანი ემსხვერპლა.დღეს აჭარაში საეჭვო სიმპტომების მქონე 9 ადამიანის ანალიზის პასუხს ელოდებიან.