მოახლოებული აღდგომის დღესასწაული და ეპიდსიტუაცია ქვეყანაში

16 აპრილი 2020, 20:10 1241 ნახვა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია პანდემიის, საგანგებო მდგომარეობის და კომენდანტის საათის  მიუხედავად   სააღდგომო რიტუალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას არ ცვლის. თუმცა საპატრიარქოსთან შეთანხმებით გადაწყვეტილება შეცვალა ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ.

პირველად ისტორიაში აქ სააღდგომო ლიტურგია ღამისთევით, 19 აპრილს არა ღამით, არამედ დილის 7-ი საათიდან დაიწყება.  თავად მეუფე დიმიტრი ღვთისმსახურებას  ბათუმში, სამების დედათა მონასტერში აღასრულებს. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში